Nokia 2220 slide - მეხსიერების გაზიარება

background image

მეხსიერების გაზიარება
ამ მოწყობილობაში შესაძლებელია მეხსიერების გაზიარება შემდეგი ატრიბუტებისათვის: მულტიმედიური

მიმოწერა (MMS), ელ.ფოსტის პროგრამა, მესინჯერი. ერთი ან მეტი ასეთი ატრიბუტის გამოყენებამ შეიძლება

გამოიწვიოს მეხსიერების შემცირება დანარჩენი ატრიბუტებისათვის. თუ თქვენი მოწყობილობა გიჩვენებთ

შეტყობინებას, რომ მეხსიერება გაივსო, წაშალეთ ზიარ მეხსიერებაზე შენახული ზოგიერთი ინფორმაცია.

ციფრული უფლებების მენეჯმენტი

პროდუქტი და ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ

27

background image

შინაარსის მეპატრონეს შეუძლია გამოიყენოს ციფრული უფლებების მენეჯმენტის (DRM) სხვადასხვა

ტექნოლოგიური საშუალება, რათა დაიცვას თავისი ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო უფლების

ჩათვლით. ეს მოწყობილობა იყენებს სხვადასხვა ტიპის DRM პროგრამულ უზრუნველყოფას, რომ მიიღოს DRM-

ით დაცული ელემენტები. ამ მოწყობილობით შეგიძლიათ გახსნათ შინაარსი, რომლის დამცავია OMA DRM 1.0. თუ

ზოგიერთი DRM პროგრამა ვერ შეძლებს შინაარსის დაცვას, შინაარსის მეპატრონეს შეუძლია მოითხოვოს, რომ ამ

DRM პროგრამას გაუუქმდეს ახალი DRM-ით დაცულ ელემენტზე წვდომის უნარი. ამ გაუქმებამ შეიძლება ასევე

შეუშალოს ხელი თქვენს მოწყობილობაში მყოფი, ამ DRM-ით დაცული ელემენტის განახლებას. ასეთი DRM

პროგრამის გაუქმება გავლენას არ იქონიებს სხვა ტიპის DRM-ით დაცული, ან DRM-ით დაუცველი ელემენტების

გამოყენებაზე.

ციფრული უფლებების მენეჯმენტით (DRM) დაცულ ელემენტს აქვს გააქტიურების კოდი, რაც განსაზღვრავს

თქვენს უფლებას ამ ელემენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.